DAAD-ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

© Sebastian Wilke/DAAD
DAAD-ის პრეზიდენტი, პროფ. დოქტ. მუხერჯი, მოხსენებას წაიკითხავს თემაზე „მეცნიერება, როგორც დიპლომატიის ინსტრუმენტი“.

ადგილი:       კავკასიის უნივერსიტეტი

დრო:             12 ოქტომბერი / 15:00 სთ.

DAAD მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო ფონდია, რომელიც საერთაშორისო დონეზე სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას უზრუნველყოფს. მისი ცენტრალური ოფისი გერმანიაში, ქ. ბონში მდებარეობს.

DAAD-ის საქმიანობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მას ხშირად გერმანიის საგარეო პოლიტიკის ,,მესამე საყრდენსაც“ უწოდებენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საჭირო გახდა მკაფიოდ განსაზღვრულიყო ამ „საყრდენის“ როლი ახალ რეალობაში. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრას „პარადიგმათა ცვლა“ და „ისტორიული ეპოქის დასასრული“ უწოდა, რაც თავისთავად ხაზს უსვამს გერმანიის არა მხოლოდ საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, არამედ საგარეო პოლიტიკის საგანმანათლებლო და კულტურის მიმართულებების  ცვლილებას.

მოხსენება გერმანული (და ევროპული) პერსპექტივიდან წარმოაჩენს 2022 წლის 24 თებერვლის მოვლენების ზეგავლენას აკადემიურ გაცვლით ურთიერთობებსა და სამეცნიერო თანამშრომლობებზე. ამასთან, განხილული იქნება „მეცნიერების, როგორც დიპლომატიის ინსტრუმენტის“ ცნება და მოხდება მისი, როგორც „საერთაშორისო აკადემიურ ურთიერთობებზე დაფუძნებული რეალური პოლიტიკის“ ახლებური გააზრება.

გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების განცხადებები

1/5
Hof University - University of Applied Sciences Logo RGB

Hands-on Master’s programs at Hof University Graduate School

Shape your future with our career-focused Bachelor’s and Master’s programs in English, featuring hands-on learning, integrated industry internships, and strong links to companies!

მეტი Hands-on Master’s programs at Hof University Graduate School-ის შესახებ

Study future technologies in Stuttgart - Germany’s innovation hub!

Join the University of Stuttgart and shape your future with Engineering and Computer Science

მეტი Study future technologies in Stuttgart - Germany’s innovation hub!-ის შესახებ
Hof University - University of Applied Sciences Logo RGB

English-taught Bachelor’s and Master’s programs at Hof University

Shape your future with our career-focused Bachelor’s and Master’s programs in English, featuring hands-on learning, integrated industry internships, and strong links to companies!

მეტი English-taught Bachelor’s and Master’s programs at Hof University-ის შესახებ

TH Mannheim - Your Career Starts Here

Invest in your future in Germany and discover our international Bachelor programs BSc Engineering and Management International and BSc International Engineering at Technische Hochschule Mannheim!

მეტი TH Mannheim - Your Career Starts Here-ის შესახებ

Beyond data: MSc Project Management & Data Science - Berlin

Join the International Master's at HTW Berlin! Become the data-savvy professional employers want, able to …

მეტი Beyond data: MSc Project Management & Data Science - Berlin-ის შესახებ

კონტაქტი

  • DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისი

    თ. ჭოველიძის ქ. 4 0108 თბილისი ტელეფონი: +995 322 920 926;
    ელ. ფოსტა: info.tbilissidaad.de