10/03/2026
onSET-ის ტესტზე რეგისტრაცია
DAAD-ის ოფისი მიმდინარე წელსაც გთავაზობთ onSET-ის ტესტზე რეგისტრაციას.
ტესტირება ჩატარდება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემდეგი განრიგით:
| 11.10.2026 | თბილისი |
| 13.10.2026 | ქუთაისი |
| 18.10.2026 | თბილისი |
| 20.10.2026 | ქუთაისი |
| 22.10.2026 | ბათუმი |
| 25.10.2026 | თბილისი |
ტესტში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ მისამართზე: kazarian@daad.de, მოითხოვეთ მონაწილის კოდი (TAN -კოდი) და მეილში აუცილებლად მიუთითეთ:
ა) სასტიპენდიო პროგრამა, რომელზეც აპირებთ განაცხადის წარდგენას;
ბ) ტესტის დაწერის სასურველი თარიღი;
გ) ტესტის დაწერის ლოკაცია (ქალაქი).
რეგისტრაციისთვის საჭირო TAN-კოდები და ინსტრუქცია გაიცემა სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 – 18:00).
გთხოვთ ტესტზე გამოცხადებისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ტესტის ნიმუში იხილეთ onSET-ის ვებგვერდზე: www.onset.de, ნიმუშის დაწერა შეგიძლიათ რეგისტრაციის გარეშე.