Study in Germany - გერმანულენოვანი პროგრამები
პირველი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა
მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის

დღეისათვის პირდაპირი ურთიერთობები უკიდურესად არის შეზღუდული, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ კრიზისის დაძლევას ერთად შევძლებთ. საბედნიეროდ, არსებობს ონლაინ კომუნიკაციის საშუალება.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ონლაინ შეხვედრების ფორმატში წარმოგიდგენთ გერმანიის ათ უმაღლეს სასწავლებელს და მათ სასწავლო პროგრამებს. ეს პროგრამები გერმანელი და უცხოელი სტუდენტებისთვის არის შექმნილი. შესაძლოა, სწორედ მათ შორის აღმოაჩინოთ პროგრამა, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ და რომელიც დაგეხმარებათ დასახული მიზნის მიღწევაში.

გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრებზე 9 და 10 ივნისს, 15:00 - 18:00 სთ. (საქართველოს დრო!!!). პრეზენტაციები წარიმართება გერმანულ ენაზე.

უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები წარადგენენ თავიანთ სასწავლო პროგრამებს, უპასუხებენ ზოგადი სახის შეკითხვებს, მომდევნო ორი საათის განმავლობაში კი საშუალება მოგეცემათ, ინდივიდუალურად მიმართოთ მათ.

გაეცნობით გერმანიის ათ უმაღლეს სასწავლებელს:

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა შეგიძლიათ თქვენი სმარტფონით, პლანშეტით ან პერსონალური კომპიუტერით.

რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული. იქვე შეგიძლიათ, დასვათ თქვენთვის ყველაზე საინტერესო კითხვა. ეს ჩვენ დაგვეხმარება, უკეთ მოვემზადოთ მონაწილეებთან შესახვედრად.

დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციის დასტურთან ერთად მიიღებთ.

შეხვედრამდე ვირტუალურ სივრცეში!