8 ივნისს მწერალთა სახლში DAAD-ის წლევანდელი სტიპენდიატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2022 წელს საქართველოსთვის სულ 104 ინდივიდუალური სტიპენდია გაიცა შემდეგი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში:

სტიპენდიატებს წარმატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბ-ნმა მიხეილ ჩხენკელმა და გერმანიის ფედერაციული რესბუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა ჰუბერტ ქნირშმა მიულოცა. სტიპენდიის გადაცემის ცერემონიის საპატიო სტუმარი გახლდათ DAAD-ის გენერალური მდივანი, დოქტ. კაი ზიქსი, რომელიც DAAD-ის რეგიონული  წარმომადგენლობის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით ესტუმრა საქართველოს.