"Rustaveli-DAAD"-ის ერთობლივი სტიპენდია 2025

გამოცხადდა “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი 2025 წლისათვის:
- ახალგაზრდა მეცნიერთათვის (პოსტ-დოკებისთვის) (2-6 თვე);
- დოქტორანტებისთვის (3 თვე);
- ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის (6 თვე).
სტაჟირების განხორციელების პერიოდი: 01.06.2025 – 30.11.2025
- განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადა DAAD-ის პორტალზე: 25 მარტი / 23:00 სთ.
- დოკუმენტების წარდგენის ვადა რუსთაველის ფონდში: 26 მარტი / 17:00 სთ.
დაწვრილებითი ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულებზე:
- DAAD-ის თბილისის რეგიონულ ოფისს:
ნინო ანთაძე, თამარ ლაცაბიძე
ტელ.: 0322 920 926
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს:
რუსუდან ჯობავა
ტელ.: 0322 200 220 4022
თუთა შენგელია
ტელ.: 0322 200 220 4019