წერის სახელოსნო და კვლევითი ლაბორატორია სტუდენტებისთვის
6 მაისიდან გოეთეს ინსიტუტში იხსნება წერის სახელოსნო და კვლევითი ლაბორატორია სტუდენტებისთვის (გერმანულ და ქართულ ენაზე). შეხვედრები სახელწოდებით „Silent Writing“ გაიმართება ორ კვირაში ერთხელ. რეგულარულად ჩატარდება კვლევითი ვორკშოპებიც.
როდის: ყოველ მეორე ოთხშაბათს, 6 მაისიდან | 16:00–19:00 სთ. | „Silent Writing“
სად: გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში | თბილისი, მ. ზანდუკელის ქ. 16
სახელოსნო და კვლევითი ლაბორატორია ელის (გერმანისტიკის) ყველა სტუდენტს, რომელსაც სურს თავისი აკადემიური წერის და გერმანულად წერის უნარების გაუმჯობესება. დასწრება და მონაწილეობა უფასოა!
მობრძანდით და გაავრცელეთ ინფორმაცია!
Schreibatelier und Forschungswerkstatt für Studierende [PDF 136,77 KB]