გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების  უნივერსიტეტებთან. DAAD ხელს უწყობს ამგვარ ურთიერთობებს კონკრეტული პროგრამებით.

დაწვრილებითი ინფორმაცია დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ იხილეთ ბმულზე: daad.de-Projektförderdatenbank (ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ გერმანულად). გაეცანით გამორჩეულ პროგრამებს ქართულ ენაზე ჩვენი ბროშურის საშუალებით: DAAD-ის პროგრამები უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციისათვის (pdf, 2,15 MB)

პარტნიორული ურთიერთობით დაინტერესებული ქართული უმაღლესი სასწავლებლებისათვის საგულისხმოა,  რომ მხოლოდ გერმანული მხარეა უფლებამოსილი, წარადგინოს განაცხადი DAAD-ის დაფინანსების მოსაპოვებლად. (გამონაკლისს წარმოადგენს პროგრამა სტუდენტური ჯგუფის ვიზიტი გერმანიაში).

რჩევები პარტნიორული პროექტებით დაინტერესებული უმაღლესი სასწავლებლებისათვის:
გაარკვიეთ რამდენიმე საკითხი, ვიდრე გადადგამთ პირველ ნაბიჯს საუნივერსიტეტო პარტნიორობის დასაწყებად:

  • რამდენად ესადაგება თქვენი უმაღლესი სასწავლებლის ან ინსტიტუტის პროფილი თქვენი მომავალი პარტნიორის პროფილს?
  • რისი შეთავაზება შეუძლია თქვენს უმაღლეს სასწავლებელს მომავალი პარტნიორისათვის? რამდენად დიდია პროექტის მიმართ ინტერესი თქვენი თანამშრომლების მხრიდან? (პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ ორი ადამიანის ურთიერთობას).
  • რა ენაზე შედგება კომუნიკაცია პროექტის მონაწილე მხარეებს შორის?
  • DAAD-ის თითქმის ყველა პროექტი გულისხმობს სტუდენტების გაცვლას ორივე მიმართულებით. რამდენად არიან ამისთვის მზად თქვენი სტუდენტები? რამდენად კარგად ფლობენ ენას? რისი შეთავაზება შეუძლია თქვენს უმაღლეს სასწავლებელს გერმანელი სტუდენტებისათვის?

საუნივერსიტეტო პარტნიორობა, არც თუ იშვიათად, მეცნიერთა შორის პირადი კონტაქტების საფუძველზე იწყება. DAAD-ს შეუძლია ამგვარი კონტაქტების (ურთიერთობების) ხელშეწყობა.

  • გამოიყენეთ კვლევითი სტაჟირება გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში პოტენციური პარტნიორების გასაცნობად. ინფორმაცია დაფინანსების შესახებ იხილეთ ჩვენს  საძიებო სისტემაში.
  • მოიწვიეთ გერმანელი ლექტორი ან პროფესორი დარგობრივ კონფერენციაზე ან კონგრესზე (Kongressreisenprogramm).
    მოიწვიეთ გერმანიის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი მოკლევადიანი დოცენტრურის პროგრამის ფარგლებში (1-6 თვე) www.daad.de/dozenten
  • მოიწვიეთ Johann Gottfried Herder-Programm-ის ფარგლებში ემერიტუსი პროფესორი თქვენს უმაღლეს სასწავლებელში დოცენტად (1-4 სემესტრი).