გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. 2004 წელს თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. 2021 წლის ივლისიდან ცენტრი DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის სტატუსით განაგრძობს მუშაობას.

DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს:

  • ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, აგრეთვე DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და გერმანიაში დაფინანსების მოპოვების შესახებ
  • კონკურსის ორგანიზება DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისათვის
  • DAAD-ის ყოფილი სტიპენდიატების კოორდინაცია
  • ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, კონსულტაციები უმაღლესი სასწავლებლების პარტნიორული პროგრამების განსახორციელებლად
  • თანამშრომლობა გერმანიის საელჩოსთან საქართველოში და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა გერმანულ ორგანიზაციასთან
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზება სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის

DAAD – ის თბილისის რეგიონული ოფისის გუნდი კონსულტაციას გაგიწევთ და მოგაწვდით ინფორმაციას ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

კონსულტაციის გაწევა რეგიონულ ოფისში ხდება კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად. მიუხედავად ამისა, ცენტრი არ არის სამართლებრივი თავდები გაცემულ ინფორმაციაზე.

სატელეფონო კონსულტაცია:
ორშაბათი, ოთხშაბათი 11:00 – 13:00 სთ.

ონლაინ კონსულტაცია:
ორშაბათი, ხუთშაბათი 14:00 – 18:00 სთ.
ოთხშაბათი: 10:00 – 14:00 სთ.

ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ!

DAAD-ის თბილისის რეგიონული ოფისის გუნდი