გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) საქართველოში 1988 წლიდანაა წარმოდგენილი. 2004 წელს თბილისში საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის შენობაშია განთავსებული.

საინფორმაციო ცენტრის მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს:

  • ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობების, აგრეთვე DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისა და გერმანიაში დაფინანსების მოპოვების შესახებ
  • კონკურსის ორგანიზება DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებისათვის
  • DAAD-ის ყოფილი სტიპენდიატების კოორდინაცია
  • ქართულ და გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა, კონსულტაციები უმაღლესი სასწავლებლების პარტნიორული პროგრამების განსახორციელებლად
  • თანამშრომლობა გერმანიის საელჩოსთან საქართველოში და განათლების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა გერმანულ ორგანიზაციასთან
  • კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების ორგანიზება სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის

DAAD-ის სამუშაო ჯგუფი საქართველოში კონსულტაციას გაგიწევთ და მოგაწვდით ინფორმაციას ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე.

კონსულტაციის გაწევა საინფორმაციო ცენტრში ხდება კომპეტენტურად და კეთილსინდისიერად. მიუხედავად ამისა, ცენტრი არ არის სამართლებრივი თავდები გაცემულ ინფორმაციაზე.

საკონსულტაციო საათები:
ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი 14:00 – 18:00 სთ.

სატელეფონო კონსულტაცია:
ორშაბათი, ოთხშაბათი 11:00 – 13:00 სთ.
ხუთშაბათი, პარასკევი 11:00 – 12:30 სთ.