Studierende auf dem Gang einer Hochschule.

გერმანიისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებს თანამშრომლობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვთ. მსგავსი პარტნიორული პროგრამების ფარგლებში ფინანსდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, საფუძველი ეყრება ახალ სამეცნიერო პროექტებს. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით, მეცნიერების სხვადასხვა სფეროში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს.

გერმანული უნივერსიტეტები: ძლიერი პარტნიორები

გერმანია უცხოელი სტუდენტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც მაღალი ხარისხის განათლების მიღებაა შესაძლებელი. გერმანიის უმაღლესი სასწავლებლები აღიარებულნი არიან თავიანთი ინოვაციური პოტენციალით, ტრადიციითა და ინტერნაციონალიზაციისაკენ სწრაფვით.

გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთა სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს სამი სხვადასხვა სახის უმაღლესი სასწავლებელი: უნივერსიტეტი, უმაღლესი სასწავლებელი გამოყენებითი  მეცნიერებებისთვის  და სამუსიკო და ხელოვნების აკადემიები. უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა სახელმწიფოსგან ფინანსდება და ფედერალური მიწების კანონმდებლობას ექვემდებარება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: Hochschulkompass.de

პარტნიორული პროგრამის განხორციელება გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთან

ნაბიჯი 1: თანამშრომლობის მიზნების განსაზღვრა საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან

თანამშრომლობის დასაწყისშივე საჭიროა განისაზღვროს მიზნები, კერძოდ:

  • თანამშრომლობის სფეროები: ამ მხრივ გათვალისწინებული
    უნდა იქნას ორივე უმაღლესი სასწავლებლის ინტერესი.
  • უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური დონე (სტუდენტები, კვლევა და სწავლება).
  • თანამშრომლობის მიზანი: სტუდენტების რაოდენობისა და გერმანელი მკვლევარების რაოდენობის ზრდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებელში,  სასწავლო გეგმების შეფასება საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების ონლაინ-პლატფორმების საშუალებით, ერთობლივი კვლევითი პროექტების დანერგვა და ა.შ.
  • საფუძველი, რომელსაც ემყარება პარტნიორული ურთიერთობა უმაღლეს სასწავლებლებს შორის:  ეს შეიძლება იყოს უკვე არსებული თანამშრომლობა, სტუდენტების, მკვლევარების, პედაგოგების ვიზიტები და სტაჟირება.
  • პერიოდი, რომელშიც უნდა განხორციელდეს თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანია, თქვენი მიზნები შეთანხმებული იყოს უმაღლეს სასწავლებელთან, რომელთანაც აპირებთ თანამშრომლობას.  ამ გზით შეძლებთ, შექმნათ საინტერესო და დამაჯერებელი პარტნიორული პროექტი.

ნაბიჯი 2: შესაძლო პარტნიორების მოძიება გერმანიაში

გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთა შორის საქმიანი პარტნიორის მოძიება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. მაგალითისთვის,  გაეცანით გერმანელი მკვლევარების სტატიებს სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. გამოქვეყნებების გზით შესაძლოა საინტერესო „მოკავშირეს“ წააწყდეთ უმაღლესი სასწავლებლის ან კვლევითი ინსტიტუციის სახით. დახმარებისთვის შეგიძლიათ ასევე მიმართოთ კოლეგებს, DAAD-ის ყოფილ სტიპენდიატებს ან გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს.

უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ინფორმაციის მოძიების კიდევ ერთი შესაძლებლობა ონლაინ საძიებო სისტემებია:

  • Hochschulkompass:  ბმულის საშუალებით
    შეგიძლიათ, გაეცნოთ ინფორმაციას გერმანიაში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, სასწავლო პროგრამების, კვლევის შესაძლებლობებისა და საერთაშორისო პარტნიორული პროგრამების შესახებ.
  • Research Explorer: გერმანიის კვლევითი საზოგადოებისა (DFG) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ასევე უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს (HRK) საძიებელი. აქ თქვენ შეგიძლიათ, მოიძიოთ 23.000 ათასზე მეტი გერმანიის უმაღლესი სასწავლებელი და არასაუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუცია.
  • Study in Germany: DAAD-ისა და  გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) პორტალი, განკუთვნილი უცხოელი სტუდენტებისთვის, რომელზეც შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება სასწავლო პროგრამების შესახებ.
  • Research in Germany: იხილეთ ინფორმაცია გერმანიაში კვლევისა და ინოვაციის  დაფინანსების შესახებ.

ნაბიჯი 3: გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირება

  1. გაარკვიეთ, ვინ არის თქვენი საკონტაქტო პირი: უმაღლესი სასწავლებლის  საზღვარგარეთის განყოფილება, მეცნიერი, აკადემიური პერსონალი, რომელთანაც გსურთ თანამშრომლობა, თუ სასურველი ფაკულტეტის დეკანი.
  2. მოამზადეთ ელექტრონული წერილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე, რომლითაც წარადგენთ თქვენს მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელს, რომელსაც გერმანიის უმაღლეს სასწავლებელთან სურს თანამშრომლობა. შეეცადეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თანამშრომლობის მიზნები.  
  3. შეინარჩუნეთ კავშირი მომავალ პარტნიორებთან, რათა ზუსტად დაგეგმოთ თანამშრომლობის ჩარჩოები.
  4. დაფინანსების შესაძლებლობების მოძიება

DAAD დაფინანსების არაერთ გზას სთავაზობს თანამშრომლობით დაინტერესებულ გერმანიისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებს როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე.

ვრცლად:  daad.de-Projektförderdatenbank (მხოლოდ გერმანულ ენაზე).

პუბლიკაცია

გაეცანით გამორჩეულ პროგრამებს ქართულ ენაზე ჩვენი ბროშურის საშუალებით: DAAD-ის პროგრამები უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციისათვის (pdf, 2,69 MB)

საუნივერსიტეტო პარტნიორობა, არც თუ იშვიათად, მეცნიერთა შორის პირადი კონტაქტების საფუძველზე იწყება. DAAD-ს შეუძლია ამგვარი ურთიერთობების ხელშეწყობა.

  • გამოიყენეთ კვლევითი სტაჟირება გერმანულ უმაღლეს სასწავლებლებში პოტენციური პარტნიორების გასაცნობად. ინფორმაცია დაფინანსების შესახებ იხილეთ ჩვენს საძიებო სისტემაში.
  • მოიწვიეთ გერმანელი ლექტორი ან პროფესორი დარგობრივ კონფერენციაზე ან კონგრესზე (Kongressreisenprogramm).
    მოიწვიეთ გერმანიის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი მოკლევადიანი დოცენტრურის პროგრამის ფარგლებში (1-6 თვე) www.daad.de/dozenten
  • მოიწვიეთ Johann Gottfried Herder-Programm-ის ფარგლებში ემერიტუსი პროფესორი თქვენს უმაღლეს სასწავლებელში დოცენტად (1-4 სემესტრი).