Inhalt

DAAD-ის შესახებ

Fahnen mit dem DAAD-Logo vor der Außenfassade der Zentrale in Bonn.
© DAAD / Pankau

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) მსოფლიოში უდიდესი ფონდია, რომელიც საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფს სტუდენტებისა და მეცნიერების გაცვლას.

ვინ ვართ ჩვენ

DAAD 1925 წელს ჰაიდელბერგში, სტუდენტების ინიციატივით დაარსდა, დღესდღეობით კი ის გერმანული უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტური კავშირების გაერთიანებას წარმოადგენს. DAAD მსოფლიო მასშტაბით აფინანსებს სტუდენტებსა და მეცნიერებს, ამავდროულად ის ხელს უწყობს გერმანული უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციას.

გარდა ამისა, DAAD ეხმარება განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებს კონკურენტუნარიანი უმაღლესი სასწავლებლების შექმნაში, აძლიერებს საზღვარგარეთ გერმანისტიკას და გერმანულს, როგორც უცხო ენას, კონსულტაციას უწევს განათლების, მეცნიერებისა და განვითარების პოლიტიკის სფეროს ექსპერტებს. ამასთან ერთად, DAAD წარმოადგენს ეროვნულ სააგენტოს ევროპის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობის ფარგლებში.

ჩვენი ქსელი

ორგანიზაციის ცენტრალური ოფისი ქ. ბონში მდებარეობს. DAAD-ს წარმომადგენლობა აქვს ასევე ბერლინში, რომელიც ხელოვანების ცნობილ პროგრამას კოორდინირებს. საგარეო წარმომადგენლობების, საინფორმაციო ცენტრებისა და ლექტორატების გლობალური ქსელის მეშვეობით DAAD ინარჩუნებს კავშირს პარტნიორ ქვეყნებთან ყველა კონტინენტზე და უზრუნველყოფს სტუდენტების, მკვლევარებისა და უმაღლესი სასწავლებლების კონსულტირებას ადგილზე.

DAAD-ის ბიუჯეტი სხვადასხვა ფედერალური სამინისტროების, პირველ რიგში კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ევროკავშირის სახსრებით ფინანსდება. თანადამფინანსებლებად მოიაზრებიან აგრეთვე საწარმოები, ორგანიზაციები და საზღვარგარეთის მთავრობები.

ჩვენი ამოცანები

სტიპენდიების გაცემა

აფინანსებს რა საუკეთესოთა შორის საუკეთესო სტუდენტებსა და მკვლევარებს, DAAD მიზნად ისახავს, აღზარდოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სპეციალისტები და ექსპერტები.  მისი სურვილია, ალუმნებისა და სტიპენდიატების ურთიერთობის გზით, ხელი შეუწყოს კულტურათა შორის დიალოგს და ამით მსოფლიოში გრძელვადიან ურთიერთობებს ჩაუყაროს საფუძველი.

უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა

DAAD ცდილობს დაეხმაროს უმაღლეს სასწავლებლებს ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის გატარებაში და აქტიურად მონაწილეობს ევროპული უმაღლესი განათლებისა და კვლევის ლანდშაფტის ფორმირებაში. ამასთანავე, DAAD ამკვიდრებს გერმანულის, როგორც მეცნიერების ენის მნიშვნელობას და მხარს უჭერს მრავალენოვანი ევროპის იდეას.

სამეცნიერო თანამშრომლობა

გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე თანამშრომლების მეშვეობით DAAD ფლობს უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობასა და სამეცნიერო სისტემებთან ურთიერთობის უმდიდრეს გამოცდილებას. არსებული ცოდნა პერიოდულად ახლდება და ის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას გამოიყენება. მის საფუძველზე DAAD კიდევ უფრო ძლიერდება, როგორც სამეცნიერო სტრუქტურებისთვის ინტერნატიონალიზიის იმპულსის მიმცემი.

ჩვენი ბიუჯეტი

DAAD ძირითადად საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების ფედერალური სამინისტროს, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს და ასევე ევროკავშირის სახსრებით ფინანსდება. თანადამფინანსებლებად მოიაზრებიან აგრეთვე საზღვარგარეთის მთავრობები, ფონდები და გერმანიის სამეცნიერო ასოციაცია.

გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების განცხადებები

Truly international – Study at ESB Business School!

Do you want to study in the heart of Germany, Europe’s strongest and most dynamic economy? Come to ESB Business School at Reutlingen University!

ვრცლად

Be part of the transition to the future shape of energy

Join our English-taught Bachelor of Science in Energy Systems Engineering and Management!

ვრცლად

Find Your Master’s Program at TUM Campus Heilbronn

Students at TUM Campus Heilbronn receive a high-quality education at the renowned TUM University of Excellence and extensive support services for their studies.

ვრცლად

Find Your Bachelor’s Program at TUM Campus Heilbronn

Students at TUM Campus Heilbronn receive a high-quality education at the renowned TUM University of Excellence and extensive support services for their studies.

ვრცლად

Kick-start your future career in Financial Management at Coburg Univer...

If you are interested in management and finance our premium MBA program Financial Management could be just right for you! The program features an optional Dual Degree from UniSC Australia and a Bloomb...

ვრცლად
1/5

კონტაქტი

რუკის სკრინშოტი DAAD-ის მდებარეობის აღნიშვნით