Content

"ევროკავშირი დიალოგისთვის"

© European Union / DAAD

EU4Dialogue (მესამე კომპონენტი): ურთიერთობების გაუმჯობესება გამყოფი ხაზების გასწვრივ განათლებისა და კულტურის საშუალებით

მრავალკომპონენტიანი პროგრამა — EU4Dialogue, მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია დიალოგისა და ხალხთა შორის კავშირების წახალისებისკენ გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დაიწყო 2021 წლის მაისში და დასრულდება 2025 წლის აპრილში.
პროექტის მესამე კომპონენტი მიზნად ისახავს გაცვლითი ურთიერთობების გააქტიურებას განათლებისა და კულტურის სფეროში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. პროექტს ხელმძღვანელობს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და ორგანიზაციათა კონსორციუმი ევროკავშირის ქვეყნებიდან: Campus France (საფრანგეთი), Goethe-Institut (გერმანია), Brussels Diplomatic Academy (ბელგია), Foundation for the Development of the Education System – FRSE (პოლონეთი), The National Library of Latvia (ლატვია), Smashing Times International Centre for the Arts and Equality (ირლანდია).
დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები საშუალო და უმაღლესი განათლების, ასევე კულტურის სფეროს ჩართულობით. ღონისძიებები მოიცავს: სასწავლო ტურებს სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში, ონლაინ კურსებს უცხო ენის მასწავლებლებისათვის, საზაფხულო სკოლებს, უცხოელი პროფესორების ვიზიტებს, ხელოვანთა გაცვლით პროგრამებს, ასევე — ტრენინგ-კურსებს კულტურის მენეჯმენტში, პედაგოგიკაში, კულტურული მემკვიდრეობის, თეატრის და კინემატოგრაფიის მიმართულებით.

გერმანიის უმაღლესი სასწავლებლების განცხადებები

Be part of the transition to the future shape of energy

Join our English-taught Bachelor of Science in Energy Systems Engineering and Management!

ვრცლად

Truly international – Study at ESB Business School!

Do you want to study in the heart of Germany, Europe’s strongest and most dynamic economy? Come to ESB Business School at Reutlingen University!

ვრცლად

Kick-start your future career in Financial Management at Coburg Univer...

If you are interested in management and finance our premium MBA program Financial Management could be just right for you! The program features an optional Dual Degree from UniSC Australia and a Bloomb...

ვრცლად
1/3

კონტაქტი

რუკის სკრინშოტი DAAD-ის მდებარეობის აღნიშვნით