DAAD-ის ლექტორები და გერმანული ენის ასისტენტები
DAAD-ის ლექტორი თბილისში
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიაუნი / ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი
მაქსი ბორნმანი
სწავლობდა ევროპის კვლევებს, ინგლისურ და პოლონურ ენებს ჰალეში, ოდერის ფრანკფურტში, კატოვიცესა (პოლონეთი) და თბილისში. 2017–2018 წლებში იყო DAAD-ის ენის ასისტენტი თბილისში, 2018–2023 წლებში კი მუშაობდა DAAD-ის ლექტორად ქუთაისში. 2023–2026 წლებში თანამშრომლობდა GIZ-თან და ასწავლიდა გერმანულ ენას თავისუფალი მასწავლებლის სტატუსით. 2026–2027 წლებში დაასრულა სამაგისტრო კურსი “გერმანული, როგორც უცხო და მეორე ენა” მაინცის უნივერსიტეტში. 2026 წლის სექტემბრიდან: DAAD-ის ლექტორი თბილისში.
maxi.bornmann@daad-lektorat.de
DAAD-ის ლექტორი თბილისში
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
კათრინ კაზიმირეკი
დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გერმანისტიკისა და ანგლისტიკის, ასევე გერმანულის, როგორც უცხო ენის განხრით. 2017-2019 წლებში მუშაობდა ენის ასისტენტად კალინინგრადის ენების ცენტრში, 2019-2022 წლებში კი DAAD-ის ლექტორად ქალაქ ტომსკში. შემდგომ წლებში გამოცდილება მიიღო გერმანულის, როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში, მასწავლებლისა და კოორდინატორის რანგში. ასევე კომპეტენტურია მეთოდიკა-დიდაქტიკის, მასწავლებელთა გადამზადების, ინტერკულტურული სწავლების და კულტურული პროექტების ორგანიზების მიმართულებით. 2024 წლის სექტემბრიდან DAAD-ის ლექტორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
kathrin.kazimirekdaad-lektorat.de
DAAD-ის ლექტორი ქუთაისში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიგი ჭინჭარაული
მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უცხო ენებისა და კომუნიკაციის, ასევე გერმანულის, როგორც უცხო ენის განხრით. 2018 წლიდან ასწავლიდა ფრანკფურტის გერმანული ენისა და კულტურის ცენტრში, 2019 წლიდან კი მუშაობდა მასწავლებლად და კოორდინატორად მარბურგის ფილიპსის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. 2022-2023 წლებში DAAD-ის ენის ასისტენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2024 წლის სექტემბრიდან DAAD-ის ლექტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
gigi.chincharaulidaad-lektorat.de
- 2021-2026, Anika Freese (თბილისი)
- 2018-2023, Maxi Bornmann (ქუთაისი)
- 2017-2021, Gebhard Reul (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2017-2018, Berthold Linder (ქუთაისი)
- 2014-2017, Dr. Martin Praxenthaler (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2014-2017, Jakob Hedderich
- 2014-2017, Dana Schluchtmann (ქუთაისი)
- 2011-2014, Dr. Elisabeth Venohr (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2011-2014, Dr. Heiner Dintera
- 2011-2014, Rolf Zeiller (ქუთაისი)
- 2006-2011, Gebhard Reul (საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2006-2011, Tanja Grießhammer
- 2007-2011, Daniel Schäf (ქუთაისი)
- 2001-2006, Barbara Wattendorff (2005 წლიდან საინფ. ცენტრის ხელმძღვანელი)
- 2001-2006, Anne Rörig
- 2003-2005, Andrea Thomas (ქუთაისი)
- 1999-2002, Daphne Springhorn
- 1996-2001, Ludmilla Klotz
- 1996-1999, Kai Franke
- 1994-1996, Marita Stuhlemer
- 1988-1990, Helga Kotthoff